LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს ფასების მატებაზე ქუჩაში არ გავსულვართ, არასდროს განათლების რეფორმების მოთხოვნით ქუჩაში არ გავსულვართ… ბევრი სხვა მართლაც ეგზისტენციალური პრობლემა თითქოს არ გვეხება, სანამ თავზე არ დაგვახევენ კონსტიტუციას!“ – ნატალია ქუთათელაძე 

693
ნატაილია ქუთათელაძე

„ვინც არ უნდა იყოს შემდეგი მთავრობა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავეშვათ პირად სენტიმენტებს ვიღაც პოლიტიკოსების მიმართ და მოვთხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის, კონსტიტუციით!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპერის მომღერალი, ნატალია ქუთათელაძე წერს.

მისი თქმით, „დროა დავფიქრდეთ რომ პრობლემა ჩვენშიც არის“.

მომღერალი ამბობს, რომ როგორც ერი, პრიორიტეტებზე ვერ ვთანხმდებით:

„ვინც არ უნდა იყოს შემდეგი მთავრობა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავეშვათ პირად სენტიმენტებს ვიღაც პოლიტიკოსების მიმართ და მოვთხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის, კონსტიტუციით! ამ სრულიად პათოლოგიურმა ვიღაცისტობამ დაგვღუპა, 100%-ით ვირჩევთ და მერე ქვების შენით ვუშვებთ.

დროა დავფიქრდეთ რომ პრობლემა ჩვენშიცაა. არასდროს ფასების მატებაზე ქუჩაში არ გავსულვართ, არასდროს განათლების რეფორმების მოთხოვნით ქუჩაში არ გავსულვართ, ეკოლოგია, კულტურა,სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა….

ბევრი სხვა მართლაც ეგზისტენციალური პრობლემა თითქოს არ გვეხება სანამ თავზე არ დაგვახევენ კონსტიტუციას! ვფიქრობ, როგორც ერი, პრიორიტეტებზე ვერ ვთანხმდებით.

კი, ვიზრდებით და პროგრესის მოთხოვნილება იმდენად დიდია ჩვენში, რომ ინერციით სადღაც მივდივართ, მაგრამ როდესაც გადავირჩევთ ამ მთავრობას, მზად უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ ზუსტად რა გვინდა!

მჯერა მალე დადგება ეს დრო, მაგრამ ასევე ძალიან მადარდებს ის ფაქტი, რომ სადღაც, ვიღაცას, იგივე სიხარბე და ხალხის ხმის სრული იგნორირება არ შეეყაროს, რისკენაც მიდრეკილია ძალაუფლების მქონე ადამიანი“, – წერს ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში. 

ვინც არ უნდა იყოს შემდეგი მთავრობა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავეშვათ პირად სენტიმენტებს ვიღაც პოლიტიკოსების მიმართ და…

Posted by Natalia Kutateladze on პარასკევი, 18 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g