LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს გვსმენია“ – აშშ-ში ჩინეთის საელჩო რუსეთის მიერ სამხედრო დახმარების თხოვნის შესახებ

185
liu pengiu

„ამის შესახებ არასდროს გვსმენია“, –  ასე პასუხობს ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ჩინეთს სამხედრო დახმარება სთხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლიუ პენგიუ აცხადებს, რომ ჩინეთის პრიორიტეტი უკრაინაში დაძაბული სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის თავიდან აცილებაა.

“უკრაინაში არსებული სიტუაცია მართლაც შემაშფოთებელია. ახლა მთავარი პრიორიტეტი დაძაბული სიტუაციის ესკალაციის ან კონტროლიდან გამოსვლის თავიდან აცილებაა”, – ნათქვამია სპიკერის პასუხში.

The Financial Times-ი აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარებისთვის მიმართა. კონკრეტულად რა დახმარებას ითხოვს რუსეთი – ეს FT-ის წყაროს მიერ დაზუსტებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ჩინეთის მაღალჩინოსან დიპლომატს იანგ ჯიეჩის ხვდება. გამოცემა წერს, რომ საკითხში ჩახედული პირების ცნობით, სალივანი გეგმავს გააფრთხილოს ჩინეთი, რომ ჩინეთის ნებისმიერი მცდელობას დაეხმაროს რუსეთს სამხედრო აგრესიაში ან სანქციებისგან თავის არიდებაში შედეგები მოჰყვებოდა.

“უზრუნველვყოფთ, რომ ვერც ჩინეთი და ვერც ვინმე სხვა ვერ დაეხმაროს რუსეთს ამ დანაკარგების შემსუბუქებაში. რაც შეეხება ამის მიღწევის გზებს, საჯაროდ ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ კონფიდენციალურად შევატყობინებთ ჩინეთს, როგორც აქამდე ვიქცეოდით და მომავალშიც მოვიქცევით”, – თქვა სალივანმა NBC-სთან საუბრისას.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

magti 5g