LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს მიგრძვნია ასეთი სიძულვილი ადამიანებისგან“ – რას ჰყვება პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში გაურკვეველ გრაფიტებს ხატავდა

1943
გრაფიტი

თბილისში რამდენიმე დღე ეძებდნენ პირს, რომელიც კედლებზე ხატავდა. მათ ვინც ის დაიჭირა, ფიქრობდა, რომ კატების მხატვარს იჭერდა.

იყო ძალიან ბევრი ვერსია თუ რას ნიშნავდა გრაფიტი თბილისის ქუჩებში.

„რადიო თავისუფლება“ ესაუბრა ე.წ. კატების მხატვარს, რომელიც ამბობს, რომ ნახატებზე კატები არაა.

22 აპრილს მას ჯერ მოქალაქეებისთვის მოუწია პასუხის გაცემა კედელზე ხატვის გამო, შემდეგ ის პოლიციამ დაკითხა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ის მოქალაქეებმა დაკითხეს.

გოგოლაშვილი გიორგი ვარ, 

სადაური ხარ?

ახლა ჩამოვედი. 

რეებს ხატავ? 

მხატვარი ვარ.

და რატომ გარბოდი?

იმიტომ რომ მეშინოდა. 

და ქუჩაში ხატვის არ გეშინია?

თქვენ ყვიროდით. 

კარგი, პატრული მოვა და გაარკვევს.

„რადიო თავისუფლებასთან“ გიორგი გოგოლაშვილი საკუთარ თავზე ჰყვება. 

„ჩემი სახელია გიორგი გიგოლაშვილი. თბილისში დაბადებული, პროფესიონალი არტისტი და გრაფიკული დიზაინერი ვარ. განათლება მივიღე ფინეთში. ცოტა ხნის წინ, მაგისტრის ხარისხი მივიღე სანქტ -პეტერბურგში.

ახლა აქ ვარ და გეტყვით, რატომ გავაკეთე, რაც გავაკეთე.

არასდროს მიგრძვნია ასეთი სიძულვილი ადამიანებისგან მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.

როდესაც ფინეთში ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ რუსი ვარ.

რუსეთში ქართველი ვიყავი, აქ ჩამოვედი და ხალხის მტერი ვარ. ეს ძალიან სევდიანი ამბავია.

მე კარგი მოქალაქე ვარ, თუ არ ჩავთვლით, რომ ვხატავ და კი, მე ვხატავ კედლებზეც.

უბრალოდ ვსეირნობდი და ვფიქრობდი, სად დამეხატა.

აქ დავხატავ, ვიფიქრე ერთ ადგილას. საღამოს 10 საათზე ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვაკვირდებოდი ხალხის რაოდენობას ქუჩაში, რომ დასახატავად ჩავსულიყავი“. – ამბობს გიორგი გოგოლაშვილი.

იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში გაურკვეველ წარწერებს და ნახატებს ტოვებდა: შსს

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები