არასდროს მინახავს, რომ ამ სიდიდის არმია 11 დღეში ჩამოშლილიყო, – ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ.
მისი თქმით, ავღანეთის არმიას ჰქონდა შესაძლებლობა დაეცვა ქვეყანა, თუმცა მათ ამის „ნება და ლიდერობა“ არ გამოიჩინეს.
მან ასევე ისაუბრა აშშ-ის მოქალაქეების ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესზე. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს „თალიბანთან“, რათა უზრუნველყოს ყველა ამერიკელის უსაფრთხო გადაყვანა ქაბულის აეროპორტში.
