„მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ „უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი,“ – ამ განცხადებით მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, მეგის ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
სააკაშვილმა ამ ჩანაწერს დაურთო ბმული, რომელზეც ერთ-ერთი უკრაინული მედიასაშუალება საქართველოს ექს-პრეზიდენტის „უახლოესი თანაგუნდელის“ დაკავებაზე წერს.
მეგის ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის არც ერთი შესაბამისი ოფიციალური უწყება ამ ეტაპზე არ ადასტურებს.