„არასდროს ვიქნები მარიხუანას ლეგალიზების მომხრე,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მარიხუანას ლეგალიზების საკითხზე მის პოზიციასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
„მე არ ვარ და არასდროს ვიქნები მარიხუანას ლეგალიზების მომხრე. მე ვარ დედა და ბევრი დედა მოვიდა ჩემთან ამ საკითხით. მე ვიზიარებ მათ მწუხარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდები ზოგჯერ უნდა დავიცვათ საკუთარი თავისგანაც და მე ვიქნები ის პრეზიდენტი, ვინც ამას გააკეთებს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.