LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასერიოზულია, როცა ვიგებთ, რომ ადამიანი 1 კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო და ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს – იოსელიანი სააკაშვილზე

426
BeFunky-collage

ძალიან არასერიოზული და არათანმიმდევრულია, როცა ვიგებთ, რომ ადამიანი ერთი კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, მერე იყო ცუდად, ხოლო ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.

ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც იკავებენ თავს და კომისიის შექმნის საკითხი კითხვის ქვეშ დგას.

„ამას სჭირდება დებატები პარლამენტში, სადაც პოლიტიკური დისკუსიის ადგილია. აქ უნდა იყოს პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა თუ აზრთა თანხვედრა. ეს არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი და ეს რომ არ ხდება, ამიტომაც არის, რომ ერთმანეთის ინიციატივებისა და გამოთქმების ასეთი შეფასებები გვიწევს. „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში რომ იყოს მიხვდებოდნენ, რომ ქვეყანაში მთავარი მარტო მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის და უამრავი სხვა პრობლემა არსებობს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია, თუმცა მიუხედავად ამისა, ის ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს, რომლის დეტალებს ექსპრეზიდენტი რომან გოცირიძესთან გაივლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g