LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასერიოზულია ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა…ორგანიზატორებმა ხალხი, რომ დაინახეს გადაწყვიტეს მოდი ახლა მინისტრები გავხდეთ ამ ხალხის დახმარებითო – ქართული ოცნება უნდა ვაიძულოთ შეასრულოს 12 რეკომენდაცია: ალეკო ელისაშვილი 

130
ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მოთხოვნებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ.

სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს

​ელისაშვილი აცხადებს, რომ ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არასერიოზულია, რომელიც მისი ღრმა რწმენით, „არის მაშველი რგოლი „ქართული ოცნებისთვის“, რომელსაც აქვს მკაფიო ამოცანა და მკაფიო დავალებები“.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ უნდა აიძულოს 12 რეკომენდაციის შესრულება და თუ ეს მათ დეკემბრის ბოლომდე არ გააკეთეს და დავკარგეთ ევროინტეგრაციის პერსპექტივა, ბიძინა ივანიშვილიც უნდა დასანქცირდეს, ქართული ოცნების დეპუტატებიც და ისინი უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლებას.

„იმდენად არასერიოზულია სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა, რომ მე გადავწყვიტე აღარ წავიდე 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე. ვიღაცას, რომ ბუნდოვანი ფანტაზიები აქვს და მინისტრობა და პრემიერმინისტრობა უნდა პირდაპირ მიტინგიდან, ამაში მონაწილეობას არ ვაპირებ. რიყეზე, პრეზიდენტის მიერ გამართულ აქციაზეც ვიყავი, 20 ივნისს პარლამენტთან გამართულ აქციაზე და ბოლო აქციაზეც ვიყავი, რადგან მინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და მინდა მე ყველაფერი გავაკეთო ამისთვის, აქციაზეც ვიდგე, პარლამენტშიც ვიმუშაო და ვაკეთო ნებისმიერი რამ, რაც ევროპისკენ წაგვიყვანს.

რატომღაც ორგანიზატორებმა ხალხი, რომ დაინახეს გადაწყვიტეს მოდი ახლა მინისტრები გავხდეთ ამ ხალხის დახმარებითო.

ძალიან მკაფიო დღის წესრიგი გვაქვს, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში არ ჰქონია – დეკემბრამდე გვაქვს ვადა, რომ 12 საშინაო დავალება შევასრულოთ. საშემოდგომო დავალება გამოგვაყოლეს. თუ ეს 12 რეკომენდაცია შესრულდება 6 თვის განმავლობაში, მივიღებთ ბარათს ევროკავშირისკენ. ეს ნიშნავს იმას, რომ 14 მილიონიან ფონდზე გვექნება წვდომა, რაც 3-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ჩვენი ბიუჯეტი და ეს ნიშნავს ჩვენს გამდიდრებას. 

ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს 12 პუნქტი შევასრულებინოთ. რა თქმა უნდა, მათ ეს არ უნდათ, მაგრამ ამისთვის არსებობს საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი…

აი ამ დროს ჩნდება მოთხოვნა, რომ დააკომპლექტონ მთავრობა და იმას კი არ უყურებენ, რომ მთავრობის საქმე კი არ არის 12 პუნქტის შესრულება, ეს პარლამენტის მოვალეობაა. რეკომენდაციებში წერია, რომ უნდა მოხდეს დეოლიგარქიზცია, შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება, გენდერული თანასწორობის კანონის დახვეწა, ანტიკორუფციული კანონის დახვეწა და ბიუროს შექმნა, სულ პარლამენტის საქმეა. ანუ ამ პარლამენტს რას უშვრებიან ხოცავენ??? მერე ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, ესეც ძალიან არასერიოზულია. რიგგარეშე, რომ დანიშნო 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება არჩევნები და „ქართულ ოცნებას“ 30 მანდატი უკვე „აპრიორი“ ჯიბეში ექნება. რაზეც ვიბრძოდით ამდენი ხანი, რომ პროპორციულზე გადავიდეთ ის ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა, რადგან ვადამდელს თუ ჩავატარებთ, ვადამდელი ჩატარდება 120/30-ზე. ვადამდელი, რომ ჩატარდეს გაზაფხულზე, 2024 წლის შემოდგომაზე, ოქტომბერში ისევ კონსტიტუციის მიხედვით უნდა ჩატარდეს არჩევნები.

მოკლედ, ეს არის ისეთი უთავბოლობა, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის მაშველი რგოლი ქართული ოცნებისთვის, რომელსაც აქვს მკაფიო ამოცანა და მკაფიო დავალებები. მე ამის მონაწილე ვერ ვიქნები.

ევროკავშირის და დემოკრატიულ პარტნიორებს მოვუწოდებთ, ივანიშვილს სანქციები დაუწესონ: მსოფლიოს დემოკრატიული კავშირი

ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, დეკემბრის ბოლომდე ქართულმა ოცნებამ და ყველამ ერთად შევასრულოთ 12 რეკომენდაცია. არ შეასრულებს ქართული ოცნება ამ პუნქტებს? დავკარგავთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას? მაშინ ბიძინა ივანიშვილიც უნდა დასანქცირდეს, ქართული ოცნების დეპუტატებიც უნდა დასანქცირდენენ.

წინასწარ რომ იძახიან მოდი ახლა მთავრობა გადავაყენოთ. მთავრობის გადაყენებაზე და მიტინგზე არჩეული მინისტრების სჯერა იმ ხალხს და იმის არა რომ ქართულ ოცნებას 12 პუნქტს შევასრულებინებთ? ამხელა საერთაშორისო მხარდაჭერის პირობებში?“, – აცხადებს ელისაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g