გადაცემის, „ნათია შელეგიას სილამაზის ალგორითმი“ სტუმარია პლასტიკური ქირურგი, ციცინო შურღაია. გადაცემის წამყვანის კითხვაზე – „რა პროცედურაა ისეთი, რომელსაც თქვენ არ გაიკეთებდით საკუთარ თავზე?“ პლასტიკური ქირურგი პასუხობს:
„ბევრ რამეს, არავითარ აპარატულ კორექციას სახის. არასოდეს არ გაიკეთოთ ლაზერული თერმაჟი – ესენი არასადოს არ გაიკეთოთ იმიტომ, რომ დამტკიცებულია, რომ იწვევს კანის კიბოს და რატომ?- იმიტომ, რომ აქ გახურება ხდება ქსოვილების, გარკვეულ სიღრმეში უნდა მოხდეს ნაწიბურის წარმოქმნა, ამიტომ უნდა გახურდეს ის, დამწვრობით ხდება ეს. ძალიან კარგად შეადარა ერთმა ქირურგმა: აიღეთ უმი კვერცხი და შედეთ მიკროტალღურ ღუმელში, ის დაიფშვნება და თეთრი ცილა მთელს კედელს მიეკრობა – ზუსტად ასე ხდება სისხლძარღვშიც, როდესაც თქვენ ამ პროცედურას იკეთებთ. იგივე ხდება, როდესაც სისხლძარღვს ახურებ. მთელი ცილა სისხლძარღვის იღუპება და ამის მერე ძალიან დიდი დრო უნდა, 7 წელი მაინც, რომ აღდგეს უჯრედები. ამის შემდეგ თქვენ რომ ამ პროცედურებს იკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ თქვენს ჯანმრთელობას კრედიტით თქვენი მომავლიდან, იქიდან ისესხეთ თქვენი ახალგაზრდობა. შემდეგ ეს ყველაფერი ორმაგად უკან დაგიბრუნდებათ, სიბერე მოვა უფრო ჩქარა, იმიტომ, რომ სისხლძარღვები არაფრად არ ვარგა ამ პროცედურების შემდეგ. მე ამას არასდროს არ გავიკეთებ“, – ამბობს ციცინო შურღაია.
