მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნანუკა გულუამ გამომწერების კითხვებს სოციალურ ქსელში უპასუხა.
ნანუკა მესამე შვილს ელოდება, სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა მისი გამომწერების უმეტესობა. ფეხმძიმე ნანუკა ამბობს, რომ უკვე 24 -ე კვირაშია.
მსახიობის თქმით, მესამე შვილის სახელი უკვე მოფიქრებული აქვს და მას კირას დაარქმევს.
ნანუკა გულუას კითხვა დაუსვეს მცირეწლოვან ბავშვებში გაჯეტების მოხმარებასთან დაკავშირებით და სთხოვეს ამ საკითხზე პოზიცია არ შეეცვალა, რაზეც მსახიობმა უპასუხა:
„არასოდეს! ჩემს შვილებს ვერ დავაზარალებ ვერასოდეს! იმდენი შვილი უნდა გყავდეს, რამდენის აღზრდის რესურსი და „ნერვი“ გაქვს, 24 საათი ტელეფონებით და ტელევიზორთან 25 შვილს გაზრდი“, – უპასუხა მსახიობმა.
ერთ-ერთმა გამომწერმა მსახიობს ჰკითხა: „ორი შვილი მყავს ერთწლიანი შუალედით, მესამეს გაგონება არ მინდა, ყოჩაღ შენ“, რაზეც ნანუკამ უპასუხა:
„მესმის, შენ ჯერ კიდევ დიდი დრო გაქვს შვილების გასაჩენად, მესამე მეოთხე და ასე შემდეგ, მე დროში ვიწვი“, -ამბობს მსახიობი.
