ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის – „ნოესთან“ გასული ეპიზოდის სტუმარი კომპოზიტორი ნატო გელაშვილი იყო.
გადაცემაში სტუმრობის დროს მუსიკოსმა მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე ისაუბრა და გადატანილი რთული პერიოდები გაიხსენა. ნატო გელაშვილმა ასევე ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა ის ძმის და მშობლების გარდაცვალების შემდეგ.
„ვიცხოვრე ერთმა ადამიანმა ჩემს ნაჭუჭში, იმ სიჩუმესთან ერთად, რაც მქონდა, არასდროს დამთავრდა ის განსაცდელები. ბოლო განსაცდელმა, ალბათ, საერთოდ დამადუმა. ვცდილობდი, რომ შვილებისთვის მეცხოვრა ისე, რომ ვყოფილიყავი ძალიან ენერგიული დედა, მაგრამ იმის იქით ჩემში, ალბათ, რაღაც ძალიან დიდი ჩაკვდა, რომელიც, არავინ არ თქვას, რომ ცოცხლდება, რაღაცაში გადადის და ცხოვრება გრძელდება, არა, რაღაც მთავრდება და წერტილი ესმევა, უბრალოდ სწავლობ ცხოვრებას ამ ყველაფრის გარეშე, რასაც ერქვა დიდი გულშემატკივართა გუნდი – ეს არის, ძმა, დედა, მამა, ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს ცხოვრებაში გაგაჩნია…
ძმის გარდაცვალება იყო პირველი დარტყმა, რომელმაც, სულ ვამბობ, რომ ალბათ გამიადვილა დედის და მამის გაცილება ძალიან მოკლე დროში. ყოფილა ასეთი რაღაც, როცა ტკივილს ვეღარ გრძნობ. მანამდე ასეთი რამ არ მქონდა გადატანილი, როცა ეს დამემართა, მივხვდი, რომ ეს არის ის, რომლის შემდეგაც ტკივილიც გიმსუბუქდება… რადიკალურად სხვა ნატო გავხდი“, – აღნიშნა ნატო გელაშვილმა.
🎬არასოდეს დამთავრდა ის განსაცდელები…🎬არასოდეს დამთავრდა ის განსაცდელები… ვცილობდი შვილებისთვის მეცხოვრა, მაგრამ იმის იქით ჩემში რაღაც ძალიან დიდი ჩაკვდა… ◼️ნატო გელაშვილი #ნოესთან ◼️გადაცემა სრულად https://shorturl.at/kO2br
Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on კვირა, 26 ოქტომბერი, 2025
