LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასოდეს დავნებდები!“ – დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს

314
Untitled design (3)

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი ​​ მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სროლა მკვლელობის მცდელობაა.

„ადგილი ჰქონდა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობა“, – განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა კევინ როჟეკმა პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს ელექტრონული ფოსტით მოკლე შეტყობინება გაუგზავნა და განუცხადა, რომ არასდროს დანებდება.

„ეს არის შეტყობინება დონალდ ტრამპისგან : არასოდეს დავნებდები!“ – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.

ფოტოები: Evan Vucci / AP Photo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები