LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასოდეს მიხმარია სახის საცხი… საერთოდ არ მაქვს კრემი, არავითარი ესთეტიკური მედიცინის მანიპულირება არ არის ჩემს სახეზე… მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია“ – რას ამბობს ცნობილი ტელეწამყვანი, ნინო არაზაშვილი

647
ნინო არაზაშვილი

ტელეწამყვანი, ნინო არაზაშვილი კოტcast-ს სტუმრობდა.

როგორც ცნობილმა ტელესახემ განმარტა, ის იმ ადამიანთა შორისაა, რომელიც არ იყენებს სახის საცხს.

ნინო არაზაშვილი ამბობს, რომ ასევე არ აქვს გაკეთებული სახეზე არანაირი ესთეტიკური ჩარევა.

„მე ვარ იმ ადამიანთა შორის, რომელსაც საერთოდ არ მაქვს სახის კრემი. არ მაქვს არანაირი ჩარევა, მეზოთერაპიაც კი – მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია.

შეიძლება ხვალ გადავწყვიტო და რაღაც გავიკეთო, მაგრამ არავითარი ესთეტიკური მედიცინის მანიპულირება არ არის ჩემს სახეზე.

არ ვიყენებ არცერთი სახის კრემს, არც თვალის უპეების კრემს, საერთოდ არ მაქვს კრემი.

ერთადერთი, რაც გამიკეთებია, ეს არის სახის მასაჟი…

კბილები რომ გავიკეთე, მივხვდი, რომ ძალიან კარგი ვქენი. ძალიან მომეწონა ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ თუ სახეზეც რაღაცას გადავწყვეტ, მაშინაც მომეწონება იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც მუშაობს ეს არის, საქმე დაიჭირო სუპერ პროფესიონალთან“, – ამბობს ნინო არაზაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g