UFC-ს სუპერ მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
დვალიშვილი წერს, რომ ის ერთ-ერთი რიგითი ქართველია, რომელიც არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა და არც აპირებს პოლიტიკაში წასვლას.
ჩემპიონის თქმით, მისი სურვილია, წვლილი შეიტანოს საქართველოში MMA-ს განვითარებაში და გახსნას თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში სავარჯიშო დარბაზები.
მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველოში ყოფნისას მოინახულა რამდენიმე არსებული დარბაზი, მას სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე დაუკავშირდა, რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა.
საბოლოოდ კი გოგოლაძის ინიციატივით შედგა შეხვედრა დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან:
„მე ვარ ერთი რიგითი ქართველი რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი.
არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი ან რომელიმე მხარეს. არც არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას ან რომელიმე მხარეს დავდგე. მე ვარ ჩვენს სამშობლოზე შეყვარებული სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი რომელიც ყოველთვის ვაფიქსირებდი და დავაფიქსირებ ჩემს პირად აზრს.
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში მსურს გავაკეთო ისეთი მმა-ს დარბაზები სადაც კარგ პირობებში ივარჯიშონ ჩვენმა მმა-ის პროფესიონალმა თუ დამწყებმა მებრძოლებმა. მინდა შევიტანო ჩემი წვლილი საქართველოში მმა-ს განვითარებაში და გაუზიარო ჩემი გამოცდილება ქართველ სპორტსმენებს რათა საქართველოშიც იყოს მაქსიმალურად შესაძლებელი მაღალ დონეზე ვარჯიში. ასევე გაიზარდონ ახალი ტალანტები და გამრავლდეს ქართველი მმა მებრძოლების რაოდენობა UFC-ში.
ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ჩამოვედი საქართველოში.
მე მოვინახულე რამდენიმე არსებული მმა-ს დარბაზი და მქონდა შეხვედრები რამდენიმე მმა- ს მწვრთნელთან. შემდეგ მე დამიკავშირდა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა ამ საკითხზე და შალვა გოგოლაძის ინიციატივით შევხვდით კახი კალაძეს რომელმაც გავაცანი და გაუზიარე ჩემი მმა-ს განვითარების გეგმები საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ UFC -ს საქართველოში ჩატარების საკითხებზეც“, – წერს დვალიშვილი.
მე ვარ ერთი რიგითი ქართველი რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი. არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი…
Posted by Merab "The Machine" Dvalishvili on პარასკევი, 21 თებერვალი, 2025