LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნების გაუპატიურების 2 შემთხვევა კახეთში – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობა მამინაცვალს, 15 წლის მოზარდზე კი მამას ბრალდება 

304
Untitled design (1)

კახეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ორი შემთხვევა მოხდა.

14 წლის გოგოზე სექსუალურად, სავარაუდოდ, მამინაცვალმა იძალადა.

არასრულწლოვანის გაუპატიურების მეორე შემთხვევაში, რომელიც ასევე კახეთში დაფიქსირდა, 15 წლის მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში მამაა ბრალდებული.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე ფაქტზე სავარაუდო დამნაშავეები ცხელ კვალზე არიან დაკავებულები.

უწყების ცნობით, ძალადობაში ბრალდებული მამის შემთხვევაში გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე პრიმა მუხლით, მამინაცვლის შემთხვევაში კი 11 პრიმა 137 და 138-ე მუხლით.

პოპულალურები