რამდენიმე დღის წინ, 33 წლის მაილი საირუსი ლოს-ანჯელესში, ფილმ „ავატარის“ მესამე ნაწილის პრემიერაზე, 27 წლის შეყვარებულთან, მაქს მორანდოსთან ერთად გამოჩნდა. ყურადღების ცენტრში მისი ბზინვარე ალმასის ბეჭედი მოექცა. ფანებმა მაშინვე შენიშნეს, რომ მას იგივე ბეჭედი 33-ე იუბილეზე გადაღებულ ფოტოებშიც ეკეთა, ეს კი შესაძლოა მინიშნება იყოს მათი ნიშნობისა.
მაილი საირუსი თხოვდება? – არტისტისა და მისი შეყვარებულის უახლესი გამოჩენა
და აი, ვარაუდი გამართლდა, მაილი საირუსმა დუმილი დაარღვია და საზოგადოებას მოულოდნელი ნიშნობის შესახებ გაუმხილა.
Good Morning America-სთან მიცემულ ინტერვიუში 33 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მორანდომ დაიჩოქა და მას ხელი, მათი აზიაში მოგზაურობის დროს სთხოვა.
„სიურპრიზები მართლა არ მიყვარს, მაგრამ ეს საოცარი იყო. ყველაფრის კონტროლი მიყვარს, თუმცა, ამჯერად სრულად მივენდე სიტუაციას, ასეთი გაოცებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ“, – აცხადებს არტისტი.
რაც შეეხება ბეჭედს, ის საკმაოდ არასტანდარტული და ორიგინალური, 14 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედია. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის იქორწინებს წყვილი.

ცნობისთვის, წყვილის ურთიერთობა უკვე სამი წელზე მეტია გრძელდება. მომღერალმა პირველად 2021 წლის სექტემბერში მიანიშნა საზოგადოებას, რომ მორანდოს მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა.
შეგახსენებთ, საირუსი უკვე იყო დაქორწინებული ლიამ ჰემსვორთზე, თუმცა მათი კავშირი ცოტა ხნას გაგრძელდა.

