LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასტანდარტული სპორტული საჭე 30 ათას დოლარად გაიყიდა

601

არც ისე დიდი ხნის წინ, ნიუ-იორკის აუქციონზე გაიყიდა არასტანდარტული სპორტული საჭე. საქმე ეხება Momo-ს საჭის სპეციალურ ვერსიას, რომელიც ოდესღაც ხელმოწერილი იყო ცნობილი მსახიობის პოლ ნიუმენის მიერ.

აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ღონისძიება და აუქციონიდან აღებული თანხა მთლიანად მოხმარდა მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებს. აუქციონს ორგანიზაცია SeriousFun-მა უხელმძღვანელა, რომელიც ნიუმენმა დააარსა 1988 წელს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ნიუმენს ყოველთვის მოსწონდა Momo-ს პროდუქცია. მითუმეტეს, რომ ყველა მისი ავტომობილი აღჭურვილი იყო აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული საჭით. ამ მწარმოებლის სპეციალისტებმა სპეციალური მოდელიც კი გამოუშვეს, რომელსაც ნიუმენის მიერ დაარსებული ორგანიზაციის სახელი – Momo SerousFun დაარქვეს. ლოგიკურია, რომ მოდელი გამოვიდა შეზღუდული ტირაჟით.

აუქციონზე გაყიდული საჭის ტირაჟირებული ვარიანტის პოტენციური მყიდველი არა მარტო რიგითი მყიდველია, არამედ მას ავტომატურად ეძლევა უფლება, მონაწილეობა მიიღოს Momo Motorsport-ის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებაში. კონკრეტულად კი, მას ეძლევა შანსი, მართოს Momo Motorsport-ის მიერ წარმოებული ავტომობილი. და ბოლოს, ყველა საჭეზე დატანილია ნიუმენის ხელმოწერა.