LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასწორად გამიკეთეს ოპერაცია და ვკვდები ქალი“ – რას პასუხობს პაციენტს გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი

589
გორი მთავარი

ხმაური იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

პაციენტი ექიმებს უყურადღებობასა და გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

57 წლის ნაზიბროლა გელაშვილი ამტკიცებს, რომ მას 4 მაისს თიაქარის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მეორე ოპერაციის გაკეთება თბილისის კლინიკაში დასჭირდა.

ნაზიბროლა გელაშვილი კლინიკიდან 2 დღის წინ გამოწერეს, გუშინ გვიან ღამით კი შეუძლოდ გახდა. ის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს დილით სასწრაფომ შეიყვანა თუმცა, მედიკოსებმა კლინიკაში არ მიიღეს და დედაქალაქში გადაამისამართეს.

„ჰოსპიტალს ვაკისრებ პასუხიმგებლობას ჩემ დამძიმებაში. არასწორად გამიკეთეს ოპერაცია და ვკვდები ქალი. რეანომობილსაც არ იძახებენ, რომ თბილისში გადამიყვანონ. დამეხმაროს ვინმე”,- ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში პაციენტი.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი შალვა კერესელიძე მოქალაქეს, რომელიც კლინიკას არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებს, მედიასთან პასუხობს.

„პაციენტს, იმ დროის განმავლობაში, რაც ჰოსპიტლის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, არ მოჰკლებია სამედიცინო მეთვალყურეობა“. – ამბობს, გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას მომართა მიმდინარე წლის 4 მაისს, რომელსაც ჩაუტარდა კვალიფიციური სამედიცინო ქირურგიული ოპერაცია ხერხემლის თიაქრის გამო. ოპერაციული მკურნალობის შემდეგ პაციენტმა კლინიკა დატოვა სრულად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. პაციენტის გადმოცემით, მან მიმართა თბილისის სხვა კლინიკას მიმდინარე თვეს, სადაც ასევე ჩაუტარდა მას ქირურგიული ოპერაცია.

ამის შემდეგ მომართა მან სამხედრო ჰოსპიტალს, სადაც ითხოვდა გადაუდებელ რეფერირებას თბილისის იმ ჰოსპიტალში, სადაც მეორე ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იყო იმ მდგომარეობის, რომ მას გადაუდებელი რეფერირება სჭირდებოდეს.

შევთავაზეთ სიმპტომური მკურნალობა რაზედაც განაცხადა უარი, აქედან გამომდინარე, შეთავაზებული იყო გეგმიური რეფერირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები