LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასწორი პარკირების გამო მძღოლს ქულები არ დააკლდება

512

არასწორად გაჩერებული ავტომობილი, რომელიც აფერხებს როგორც  ტრანსპორტის გადაადგილებას, პრობლემებს უქმნის  ქვეითებსაც, ორი გზით დაისჯება: 20 ლარიანი საპატრულო ჯარიმა (ორმაგდება არსებული 10 ლარიანი ჯარიმა)  ან  10 ლარიანი სითი პარკის ჯარიმა.

რატომ მხოლოდ ფინანსური ჯარიმა?

„ქულათა სისტემის ეფექტურობის მიუხედავად, პარკირების პრობლემას საჯარიმო სანქციების გამკაცრება  ვერ მოაგვარებს , დახურულ შეხვედრებზე საუბარი იყო პარკირების ადგილის ალტერნატივის არარსებობაზე, რის გამოც, სავარაუდოდ, ეს დარღვევა ქულათა სისტემას არ დაუკავშირდა, ქალაქში რეალურად არ არსებობს პარკირების ადგილები , ტერიტორიები ხშირად მიტაცებულია სხვადასხვა კერძო ან იურიდიული პირების მიერ ,  ახალ მშენებლობებზე ნებართვები პარკირების ადგილის გათვალისწინების გარეშე გაიცემა  ’’, – განუმარტეს „ფორტუნას“ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში.

დარღვევას, რომელიც ტრანსპორტს და ქვეითებს  გადაადგილების პრობლემას არამარტო გზის სავალ ნაწილზე, ხშირად ტროტუარზეც  უქმნის, მოქალაქეებიც აპროტესტებენ და პარკირების წესების გამკაცრებას ითხოვენ, ამ მიზნით ონლაინ პეტიციაც დაიწყო.

„ქვეითები, მათ შორის მშობლები საბავშვო ეტლებით, შშმ პირები,  არასწორად პარკირებული ავტომობილების გამო იძულებულები არიან სავალ ნაწილზე იმოძრაონ, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის “- ნათქვამია პეტიციაში .

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g