LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასწორი პარკირების გამო მძღოლს ქულები არ დააკლდება

55

არასწორად გაჩერებული ავტომობილი, რომელიც აფერხებს როგორც  ტრანსპორტის გადაადგილებას, პრობლემებს უქმნის  ქვეითებსაც, ორი გზით დაისჯება: 20 ლარიანი საპატრულო ჯარიმა(ორმაგდება არსებული 10 ლარიანი ჯარიმა)  ან  10 ლარიანი სითი პარკის ჯარიმა.

რატომ მხოლოდ ფინანსური ჯარიმა?

„ქულათა სისტემის ეფექტურობის მიუხედავად , პარკირების პრობლემას საჯარიმო სანქციების გამკაცრება  ვერ მოაგვარებს , დახურულ შეხვედრებზე საუბარი იყო პარკირების ადგილის ალტერნატივის არარსებობაზე, რის გამოც სავარაუდოდ ეს დარღვევა  ქულათა სისტემს არ დაუკავშირდა, ქალაქში რეალურად არ არსებობს პარკირების ადგილები , ტერიტორიები ხშირად მიტაცებულია სხვადასხვა კერძო ან იურიდიული პირების მიერ ,  ახალ მშენებლობებზე ნებართვები პარკირების ადგილის გათვალისწინების გარეშე გაიცემა   ’’– განუმარტეს „ფორტუნას“ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში.

დარღვევას, რომელიც ტრანსპორტს და ქვეითებს  გადაადგილების პრობლემას არამარტო გზის სავალ ნაწილზე , ხშირად ტროტუარზეც  უქმნის , მოქალაქეებიც აპროტესტებენ და პარკირების წესების გამკაცრებას  ითხოვენ , ამ მიზნით ონლაინ პეტიციაც მიმდინარეობს .

„ქვეითები , მათ შორის მშობლები საბავშვო ეტლებით, შშმ პირები,  არასწორად პარკირებული ავტომობილების გამო იძულებულები არიან სავალ ნაწილზე იმოძრაონ , რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის “- ნათქვამია პეტიციაში .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები