LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასწორი პარკირებისა და ავტომობილების ტროტუარზე გაჩერებისთვის ჯარიმები მკაცრდება

430
BeFunky-collage (18)

ავტომობილების არასწორი პარკირებისა და ტროტუარზე გაჩერებისთვის ჯარიმები მკაცრდება. თბილისის მერიის ინიციატივით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე მსჯელობას დეპუტატები იწყებენ.

პროექტის თანახმად:

  • ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას;
  • ორმაგდება შშმ პირებისთვის განკუთვნილი გაჩერების ადგილზე პარკირება;
  • 10-დან 50 ლარამდე იზრდება ზოგადად პარკირების წესის დარღვევაზე დაწესებული გადასახადი.

ცვლილება უკვე ინიცირებულია.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მოხდება სანქციების გაზრდა.

“გამკაცრდება როგორც შშმ პირების ადგილზე ავტომანქანების გაჩერება, ასევე ფეხით მოსიარულეთა ტროტუარზე გაჩერება. მოხდება ამ სანქციების გაზრდა. ამასთან, დარეგულირდება როგორც ფეხით მოსიარულეთა ტროტუარზე, ასევე ველოსიპედით მოსარგებლეთა და ელექტროტრანსპორტით მოსარგებლეთა ადგილები და აქედან გამომდინარე სწორედ მათი უფლებების უფრო მეტად და მაღალი ხარისხის დაცვის მიზნით ხდება შესაბამისი ცვლილებები,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

“გირჩი” თვლის, რომ პრობლემის მოგვარება უფრო საფუძვლიანად უნდა მოხდეს და ქალაქში პირველ რიგში გასაჩერებელი ადგილების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს.

mazda magti 5g