LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავინ არსად წასვლას არ აპირებს: ხათუნა გოგორიშვილის ამბობს, რომ პარტიას სტრუქტურული ცვლილებების ვალდებულება წესდებით აქვთ გაწერილი

67
ხათუნა გოგორიშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, პარტიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას ამბობს, რომ “ევროპულ საქართველოს” ვალდებულება აქვს – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,  როგორც პარტიის სტრუქტურულ შემადგენლობას, ისე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას გადახედოს.

გოგორიშვილის ინფორმაციით, პარტიიდან წასვლას არავინ არ აპირებს, ხოლო მეტი ინფორმაცია საზოგადობას რამდენიმე დღეში ეცოდინება – მას შემდეგ, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა შეიკრიბება.

„განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი არ ხდება, “ევროპულ საქართველოს” წესების მიხედვით, ვალდებულება გვაქვს – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გადავხედოთ როგორც პარტიის სტრუქტურულ წყობას , ისე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემოადგენლობას. წესებში პირდაპირ წერია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდანგამომდინარე, მოხდება გადახედვა თუ ვინ იქნება პოლიტსაბჭოში და ვინ არ იქნება, “- განცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

მისივე თქმით, ეს პერსონალიებთან კი არაა დაკავშირებული,  არამედ იმ კონკრეტულ შედეგებთანაა, რომელიც ამა თუ იმ რაიონში დაიდო. გოგორიშვილის თქმით, გადაწყვეტილებები რაიონული ორგანიზაციების თავჯდომარეებთან დაკავშირებით, სწორედ აქედან გამომდინარე იქნება მიღებული.

“მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის ვადგენთ წესებს ნებისმიერი არჩევნების დროს და როგორც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე, ისე საპარლამენტო არჩევებზეც, დავდეთ კონკრეტული წესი. “ევროპული საქართველო” არის პარტია, რომელიც  პირველ რიგში, თავის წესდებას სცემს პატივს, ასევე ამომრჩეველს სცემს პატივს, რადგან, როდესაც ორგანიზაციას აქვს მეტი ნდობა, მის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს. ვგულისხმობ, რაიონულ ორგანიზაციებს – როდესაც ნაკლები ნდობაა, დამოკიდებულებაც სხვანაირი უნდა იყოს,” – აღნიშნა გოგორიშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულ პერსონალიებისა და ლიდერების საკითხებს, გოგორიშვილის თქმით, არავინ არსად წასვლას არ აპირებს.

“ველაპარაკე მათ, კონკრეტულად რა და როგორ, როგორ შეიცვლება, რა ახალი თანამდებობა იქნება ან არ იქნება, რამდენიმე დღეში გვექნება პოლიტსაბჭო და საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი.“ – განაცხადა გოგორიშვილმა.