LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავინ ჩამოვა ასეთ პირობებში, კომენდანტის საათი კლავს ტურიზმს❗ ის უნდა გაუქმდეს – ალექსანდრე გიორგიძე

82
117079711-10223362742207018-8145089363285817655-n

კომენდანტის საათი კლავს ტურიზმს❗ ის უნდა გაუქმდეს❗❗❗– ამის შესახებ გიდი ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს. ის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მარტში 2 ჯავშანი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა იცოდნენ შეზღუდვების შესახებ.

„გავგიჟდი სიხარულით, ჩემი მონატრებული საქმე, 1 წელი ლოდინი. შევუდექით ტურის განრიგის შეთანხმებას. ვიცოდი საბოლოოდ არ შედგებოდა, მაგრამ მაინც მოვეჭიდე ხავსს. საბოლოოდ გადავიტანეთ ზაფხულისთვის, არავინ ჩამოვა ასეთ პირობებში! ტურიზმი, ის არ აღდგება სანამ:

?არსებობს კომენდანტის საათი!!!

?სანამ ქვეყანა არ გახდება კოვიდ უსაფრთხო (ვაქცინა)

?სანამ არ არსებობს კონკრეტული პროტოკოლები, რას ვაკეთებებთ, თუ ტურის პროცესში კოვიდი დაფიქსირდა?

?თუ არ გაიხსნება სახმელეთო საზღვრები

?ყველა აეროპორტში და ძირითად სასაზღვრო პუნქტებზე არ ამოქმედდება კოვიდ ცენტრები.

?კურორტებზე ვერ ხერხდება კოვიდ ტესტირება!

? რეგიონებში მოუწესრიგებელია ტესტირებები (პირადი მაგალითი მაქვს)

? ეკონომიკის მინისტრს რკინის ქალამნები უნდა ეცვას და დადიოდეს ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებზე!

და ეს ყველაფერი ელემენტარული მოსაგვარებელია, თუ ნება იქნება და სწორი მენეჯმენტი. სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს.

P.S. ჩემი კოლეგების ნაწილი იმედიანადაა, კი იქნება რაღაც რაოდენობა, მაგრამ ძალიან ცოტა… ამიტომ ნუ ხართ ჩუმად, კომენდანტის საათი კლავს თქვენს საქმე. სხვა დანარჩენიც, მაგრამ ეს ყველაზე მეტად. აღდგება ტურიზმი, ეკონომიკაც ცოტა ამოისუნთქებს“, – ამბობს გიდი ალექსანდრე გიორგიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g