LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის აქვს უფლება გარედან, მუქარის ენით ელაპარაკოს ჩემი ქვეყნის პრემიერს და მის მთავრობას, მით უმეტეს დაემუქროს ლიკვიდაციით! ჩვენ დავიცავთ ჩვენს პრემიერს“ – ზურა ხაჩიძე

156
ზურა ხაჩიძე

პრემიერ ირაკლი კობახიძის და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც ვარჰეიმ კობახიძეს უთხრა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალური ქსელით ეხმაურება და საქართველოს მთავრობას, ასევე პრემიერს მხარდაჭერას უცხადებს.

ირაკლი კობახიძე: ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა – ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“

„არავის აქვს უფლება გარედან, მუქარის ენით ელაპარაკოს ჩემი ქვეყნის პრემიერს და მის მთავრობას, მითუმეტეს დაემუქროს ლიკვიდაციით გამაოგნებელია და ეხლა მაინც თუ ხედავს მავანი რამხელა ძალა უპირისპირდება ჩვენს სამშობლოს და მის სუვერენიტეტს?! ჩვენ დავიცავთ ჩვენს პრემიერს, ჩვენს სამშობლოს და არ მოგცემთ საშუალებას ეს ქვეყანა გათელოთ!✊🇬🇪“, – წერს ზურა ხაჩიძე.

ჩემი მხარდაჭერა საქართველოს მთვარობას და პრემიერ მინიტრს! არავის აქვს უფლება გარედან,მუქარის ენით ელაპარაკოს ჩემი…

Posted by Zura Khachidze on Thursday, May 23, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g