LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არავის არ ვეჯიბრები… ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა: კახა კალაძე

76
კახა კალაძე

IRI-ის კვლევას, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად პატრიარქი, კახა კალაძე და გიორგი გახარია მოსწონს, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „არავის არ ეჯიბრება და ბედნიერი ადამიანია, რომ თბილისელების მხრიდან ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა აქვს“.

მისივე თქმით, საზოგადოების მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ქალაქში გადაადგილებისას გრძნობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს სიყვარული ადამიანებს „კონკრეტული გაკეთებული მაგარი საქმეებით“ დაუბრუნოს.

„აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის არ ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის თქმის საშუალებას მე მაძლევს ის ყოველდღიური ურთიერთობა, რაც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან, ფაქტობრივად, ყველა რაიონში. უამრავი შეხვედრები, რომელიც არ გამიწყვეტია მთელი ამ წლების განმავლობაში. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის რეიტინგი, მის მიმართ დამოკიდებულებები, განწყობები ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც მე ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვგრძნობ ქალაქში გადაადგილებისას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიყვარული, ეს კეთილგანწყობა, რაც მოდის ამ ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული მაგარი გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებს თითოეული ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g