LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არავის გვსიამოვნებს, რაც ხდება” – კალაძე მშენებლობებზე

160
1534323198_39257285_287508405392707_2262233096701083648_n

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების შესახებ ისაუბრა. კალაძის განცხადებით, ამ პრობლემასთან დაკავშირებით, თბილისში საერთაშორისო ფორუმი “ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ქალაქი” ჩატარდება. ფორუმზე საუბარი იქნება ურბანულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. თბილისი ფორუმს 31 მაისს უმასპინძლებს.

„არავის გვსიამოვნებს სად მივედით და რა ხდება ურბანული განვითარების თვალსაზრისით. ეს სერიოზული გამოწვევაა. ის რაც გაფუჭდა, რთულია რამე მოუხერხო და შეცვალო. მთავარი არის ის, რომ მომავალში არ გავაფუჭოთ და არ დავაზიანოთ. არ უნდა გაიცეს ისეთი სამშენებლო ნებართვები, რომლებიც ეკოლოგიური და ურბანული თვალსაზრისით პრობლემურია. ამაზე სამსჯელოთ, გვინდა თბილისში ჩავატაროთ საერთაშორისო ფორუმი “ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ქალაქი”, სადაც საუბარი იქნება ურბანულ გამოწვევებზე და იმაზე, რა ნაბიჯებია გადასადგმელი,” – განაცხადა კალაძემ.

ფორუმზე მოწვეული იქნებიან, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g