ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
„მე ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ… ძალიან მწყდება გული, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას“ – კალაძე ღარიბაშვილზე
მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს.
ირაკლი ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.
„არავის წინააღმდეგ არ მიმიცია ჩვენება, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
ღარიბაშვილმა სასამართლოს შენობა გვერდითა შესასვლელიდან დატოვა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
