“განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აქვს თავისი აღჭურვილობა, არავითარი ცეცხლსასროლი იარაღი ადგილზე არ არის. თქვენ შეიძლება ვერ ერკვევით,”-ასე განუცხადა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს
ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი - შსს
მანამდე “მთავარმა არხმა” გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ პარლამენტის შენობაში იარაღი შეიტანეს და შენობაში, ასევე მის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული.
იარაღი შენობის დერეფნებში და კიბეებთან არის განლაგებული.
აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს - მთავარი არხი
როგორც ვაჟა სირაძემ განაცხადა, პარლამენტის შენობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მუშაობს, რომლებიც ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად იმყოფებიან.
დღეს თბილისში ორი აქცია გაიმართება