LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავითარი მეუღლე“ – 102 წლის ქეითი დღეგრძელობის საიდუმლოს გვიზიარებს

156
Untitled design (1)

რა შეიძლება იყოს ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო? – გამოცემა Mirror წერს ქალზე, რომელიც ახლახან 102 წლის გახდა.

შოტლანდიელი ქეითი ჰილოკი ამბობს, რომ ცხოვრების მანძილზე უამრავი საქველმოქმედო საქმიანობა და დაბალანსებული დიეტა მას დაეხმარა დიდხანს, ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრებით ეცხოვრა, თუმცა ხანგრძლივი ცხოვრების მთავარ საიდუმლოს მარტოობაში ხედავს.

როგორც ქალბატონი ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ “არასოდეს დაქორწინებაა”.

“ვფიქრობ, ჩემი ხანგრძლივი, ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლოება ამ დევიზით გადმოიცემა: “ყველაფერში ზომიერება”.

“კარგად ვიკვებები, ყოველთვის ვაკეთებდი უამრავ საქველმოქმედო საქმეს… და ალბათ, რაც მთავარია, მარტო დავრჩი და არასოდეს გავთხოვილვარ”, – ამბობს ის.

როგორც გამოცემა წერს, ქეთიმ დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში – მხიარულ გარემოში აღნიშნა, მიიღო უამრავი მისალოცი ბარათი და საჩუქარი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g