იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და ამის შესაძლებლობას კანონმდებლობაც არ იძლევა.
“საქართველოში მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებული პასუხი. არც ამის [საზღვარგარეთ გადაყვანის] პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. ჩვენ ვიმოქმედებთ ყოველთვის მკაცრად კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ “იმედის” ეთერში.