LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ერთი თანამდებობა არ არის მარადიული… მეორედ ვტოვებ პოლიტიკას…“ – ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნებას“ ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის

151
ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიიდან მიდის – ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ირაკლი ღარიბაშვილი თბილისშია, შეგიძლიათ „ოცნების“ ოფისში მიბრძანდეთ“ – კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე

კახა კალაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილსა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს, რომლებიც თანამდებობებიდან წავიდნენ, მმართველი პარტია სპეციალურად შექმნილი ოპოზიციური პარტიის რიგებში განიხილავს.

„დღეს მინდა გაგაცნოთ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები. დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა – ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის განმარტებით, არცერთი თანამდებობა არ ყოფილა მისი თვითმიზანი:

„არაერთხელ მითქვამს, რომ არცერთი თანამდებობა არ არის მარადიული. არცერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი – ვრჩები როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად,- განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბრიფინგზე.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად.

„არაერთხელ მითქვამს, რომ არცერთი თანამდებობა არ არის მარადიული. არცერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ეს ჩემთვის ყოველთვის იყო ჩვენი სამშობლოს და ხალხის მსახურების შესაძლებლობა. ასე იყო 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პრემიერის თანამდებობა დავტოვე 33 წლის ასაკში და პოლიტიკიდან გავედი. ასე იყო მაშინ, როდესაც 2019 წელს პოლიტიკაში დავბრუნდი და „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გავაგრძელე ერთად დაწყებული საქმე. ასე იყო გასულ წელს, როდესაც მეორედ დავტოვე პრემიერის თანამდებობა. ასეა დღესაც, როდესაც მეორედ ვტოვებ პოლიტიკას.

დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს პარტიის დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ქვეყანაში არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლოო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა. მისი ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა. ქვეყანა გადაარჩინა. მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში. მიმაჩნია, რომ საპატიო მისია, რომელიც თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ თავდაცვის მინისტრად, შემდეგ მეორედ პრემიერად დანიშვნით და ბოლოს პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას რომ უკვე შევასრულე.

ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა და პოლიტიკიდან გავიდე. საკუთარი ქვეყნის სამსახური სხვა პოზიციიდან განვაგრძო. რა თქმა უნდა, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვების, მთავარი მონაპოვარი, ღირებულებების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. ვრჩები როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მსურს, მადლიერება გამოვხატო ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობიდან მემსახურა საქართველოსთვის. წარმატებას ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და დიდ გუნდს“,– აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, მას სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, ბოლომდე დაიცავს ეროვნულ ინტერესებს. ასევე, პარალელურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. შექმნის შესაბამის რეალურ პირობებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და სტაბილური განვითარებისთვის“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: „რაღაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი მოიგონეს… თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე – ეს არ არის ჩემი ხელწერა“

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან პარტია დატოვა. როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, განაგრძობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას.

ცნობისთვის, ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საქმიანობაში პარტიის დაფუძნებიდან, 2012 წლიდან იყო ჩართული ორ-ორჯერ იკავებდა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოსტებს.

ირაკლი ღარიბაშვილი 2012-2013 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 2013 წლის 20 ნოემბერს პირველ ჯერზე დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად.

პრემიერის პოსტს 2015 წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა.

2013-2015 წლებში იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე.

ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.

პრემიერად ის მეორედ, 2021 წლის 22 თებერვალს დაინიშნა და ამ პოსტს 2024 წლის 29 იანვრამდე იკავებდა.

ამავე წლის 1 თებერვალს კი ღარიბაშვილი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g