LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ერთი თანამდებობა არ ღირს იმად, რომ პარტიის ერთიანობა დაირღვეს – ამ სიტუაციაში გამოსავალია, ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვოს“ – გიორგი მუმლაძე

153
მუმლაძე და ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი მუმლაძე პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ მისი რიტორიკა პარტიის კონსოლიდაციას ხელს არ უწყობს.

როგორც მუმლაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებების აუცილებლობაზე საუბარი დაიწყო და „ამ ცვლილებებს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, მეტი აქტიურობა უნდა მოეტანა, პარტიის რეიტინგის ზრდის კუთხით კი, დადებითი შედეგები უნდა ყოფილიყო.“

„თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ბუნებრივია, მაქვს პასუხისმგებლობა, შექმნილ ვითარებაზე, მქონდეს პოზიცია.

სამწუხაროდ, დღევანდელი პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები, პარტიის კონსოლიდაციას ხელს არ უწყობს, თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას და ვფიქრობ, მას უნდა ესმოდეს, რამხელა პასუხისმგებლობა აქვს.

პირველ რიგში, უნდა ესმოდეს, რომ არც ერთი პარტიული თანამდებობა და პრივილეგია არ ღირს იმად, რომ პარტიის ერთიანობა დაირღვეს, შესუსტდეს, ამიტომ, ვფიქრობ, ამ სიტუაციაში გამოსავალია, მან აიღოს პასუხისმგებლობა და თანამდებობა დატოვოს.

ამის შემდეგ მოწვეული უნდა იქნეს მასშტაბური ყრილობა, სადაც ღიაობის, ჩართულობის, პარიტეტული საწყისების და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, ახალი, ბრძოლისუნარიანი ადამიანებით დაკომპლექტდება.

„პარტია განადგურებულია, მისი ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელილი, ერთადერთი ემოცია რასაც ხალხში იწვევთ არის დაცინვა“ – გიორგი არველაძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

ეს პოლიტსაბჭო აირჩევს როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელ ხელმძღვანელ თანამდებობის და მთელი 2024 წლის განმავლობაში,პარტიის საქმიანობას, პოლიტსაბჭო წარმართავს. ეს იქნება რეალურად კრიზისის დაძლევის შესაძლებლობა.“ – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g