LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ერთმა მშობელმა შვილის გარდაცვალება არ უნდა ნახოს… ყველა მშობელს უნდა ჰყავდეს შვილი ჯანმრთელი! ცარიელი ვარ, მამა მინდა!“ – ნანუკა გულუას ემოციური სტატუსი მამაზე

426
Untitled design

მსახიობი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში მამის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ნანუკა გულუა წერს, მისი მამის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა:

„დღეს 4 წელი გავიდა, რაც შენ აღარ გვყავხარ ხელმწიფევ… ის შენი ტკივილი და ტანჯვა შენი კარგად ყოფნის პერიოდს მავიწყებს, შენი ბოლო დღეების გახსენება კიდევ სულ დაბლოკილი მაქვს, ანუ მუდმივად ვებრძვი შენზე ფიქრს…

ცარიელი ვარ, მამა მინდა! მინდა, ნინას იცნობდე, მინდა, ჩემს მეორე შვილს ბედნიერი ელოდებოდე… მინდა, ყველა ერთად ვიყოთ ჩვენს დიდ სახლში, მინდა ისევ ჩვენი მხიარული ხმაური იკლებდეს უბანს…

მიყვარხარ მამა! ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი მაინც შენი სიყვარულია… და მაინც, მიუხედავად ამ სიცარიელის და გაუსაძლისი ტკივილის, არც ერთმა მშობელმა შვილის გარდაცვალება არ უნდა ნახოს… ყველა მშობელს უნდა ჰყავდეს შვილი ჯანმრთელი!“ – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.

 

დღეს 4 წელი გავიდა რაც შენ აღარ გვყავხარ ხელმწიფევ… ის შენი ტკივილი და ტანჯვა შენი კარგად ყოფნის პერიოდს მავიწყებს,შენი…

Posted by Nanuka Gulua on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g