LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ომზე ვფიქრობ, არც მშვიდობაზე, არც ათას ლარიან პენსიაზე… უბრალოდ, ეს ზიზღი როდის უნდა დამთავრდეს?“ – გიორგი გასვიანი

297
გიორგი გასვიანი

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ინტერესს გამოთქვამს, როდის უნდა დამთავრდეს ქვეყანაში ის ზიზღის კამპანია, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში დაიწერა.

მისი განცხადებით, „მისთვის ყველა ცუდი და გოიმი „ტიპია“, ვინც საზოგადოებას ზიზღის ენით ელაპარაკება“.

„ქართული ზიზღის ბიბლია! 30 წელი იწერებოდა… ავტორი უცნობია. აი ვზივარ და ვფიქრობ.. ეს ზიზღი როდის უნდა დამთავრდეს? არც ომზე ვფიქრობ, არც მშვიდობაზე და არც 1000 ლარიან პენსიებზე.. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს, განა ოდესმე დამთავრდება ზიზღი, რომლის ლეგალიზაციაც მოხდა ამ 30 წლის მანძილზე? ყველას ევროკავშირში უნდა, მაგრამ არა ერთად, ყველას ცალ-ცალკე უნდა, თავისებურად!

სანამ ზიზღი იმეფებს ვერავინ ვერსად ვერ შევა! განსხვავებული აზრის კატეგორიული მიუღებლობა და უპატივცემულობა ნიშნავს ზიზღს! ჩემთვის ყველა გოიმი და ცუდი ტიპია, ვინც ზიზღის ენით ელაპარაკება საზოგადოებას! ზიზღის ბიბლია დაიწერა 30 წელიწადში!“, – წერს გიორგი გასვიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g