LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო პარტნიორები მიშას ციხეში დიდხანს ვერ დატოვებენ – ზურაბიშვილზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული… იმედია, წესიერად მოიქცევა: რომან გოცირიძე

132
რომან გოცირიძე

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო პარტნიორები მიშას ციხეში დიდხანს ვერ დატოვებენ“. მისივე განმარტებით, „ზურაბიშვილზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და იმედია, ის ამ შემთხვევაში  წესიერად მოიქცევა“.

გოცირიძის განმარტებით, „სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა, რომ ევროპაში ჩაესვლებოდეს, იწოდებოდეს ევროპულ ადამიანად, უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რაც არის მისი პოლიტიკური და მორალური მოვალეობაა, რომ ქვეყანა დაწყნარდეს“.

ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი – არასოდეს: სალომე ზურაბიშვილი

„რაც მოხდა, ეს იყო მოსალოდნელი. სააკაშვილმა განაცხადა, თუ რა ნაბიჯს დგამდა და რაზე მიდიოდა. მან იცოდა, რომ მას დააპატიმრებდნენ და ამავე დროს ყველა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ღრმად არის დარწმუნებული იმაში, რომ არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო პარტნიორები მიშას ციხეში დიდხანს ვერ დატოვებენ. მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე იქნება თავისუფალი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს პოლიტიკური ცხოვრების ლოგიკა, საერთაშორისო თამაშის წესები და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალა, ასევე ქართველი ამომრჩევლის სურვილი. ამის საფუძველს მაძლევს ის, რაც მოხდება ხვალ. მშვიდად მივალთ ყველანი საარჩევნო ყუთებთან და ლამაზად გადავწყვეტთ ქვეყნის ბედს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გამოყვანის ბედს.

როგორ შემოვიდა და ა.შ. დეტალები არ ვიცი. პარტიის სამოქმედო გეგმის შესახებ მიმდინარეობს შეხვედრა. ბევრი გზა არსებობს და ერთი შეიძლება იყოს ამნისტია და ა.შ. სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა საერთოდ ელემენტარულად ევროპაში ჩაესვლებოდეს, იწოდებოდეს ევროპულ ადამიანად, უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რაც არის მისი პოლიტიკური და მორალური მოვალეობაა, რომ ქვეყანა დაწყნარდეს. სალომე ზურაბიშვილზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და იმედია, რომ ის ამ შემთხვევაში მოიქცევა წესიერად”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები