LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არც ტელეფონი ჩერდება, არც მესენჯერი, ყველა ერთსა და იმავეს გვთხოვს, “მოვუძებნოთ სადმე კლინიკაში ადგილი”

304
Screenshot-2

ბოლო პერიოდში კლინიკებში ადგილების დეფიციტია.

ჰოსპიტალური სექტორი იმდენად გადაიტვირთა, რომ მძიმე პაციენტებსაც უჭირთ საავადმყოფოებში მოთავსება.

ჯანდაცვის სპეციალიტი მიხეილ დიაკონიძე აღნიშნულ პრობლემას ეხება და წერს, რომ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი უკავშირდება ერთი და იგივე თხოვნით – გამოიძებნოს რომელიმე კლინიკაში მათთვის, ოჯახის წევრისთვის ან ახლობლისთვის ადგილი.

“ვისაც სამედიცინო სასწავლებელში ფეხი შეუდგამს ლამის ყველა ერთ დღეშია. ბოლო 2-3 კვირაა არც ტელეფონი ჩერდება და არც მესენჯერი და ყველა ერთი და იგივეს გვთხოვს ,,მოუძებნოთ სადმე კლინიკაში ადგილი” თავისთვის, ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის და ა.შ. საკმაოდ ხშირად ეს სასოწარკვეთილი თხოვნებია, რომელსაც ვერაფრით ეხმარები იმიტომ, რომ ფიზიკურად ადგილი არ არის. როდესაც ადამიანს ეს პირადად გეხება მაშინ გრძნობ ყველაზე დიდ ბრაზს იმ ადამიანების მიმართ ვისი პოსტებიც გხვდება შემდეგი შინაარსით ,,თავისუფლებას გვიზღუდავენ” ,,კორონა არსებობს მაგრამ ჩვენთან გაზვიადებულია” ,,მსოფლიო მაფიაა” ,,ფულს უხდიან მაგაში” და ა.შ.
და სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად აქ სწორედაც , რომ ,,ნიღბის ფობიამ” ,,ჯიგრულმა შეკრებებმა/ დროსტარებამ” და ექიმებისადმი უნდობლობამ მიგვიყვანა.
თსსუ-ის მაღალკურსელთა თითქმის 70-80% 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კლინიკებში, იმიტომ რომ ექიმებს არა აქვთ უნივერსალური სხეული და ისინიც ავადდებიან და ეწირებიან კორონას. ომის წინა ხაზზე დგომას ხომ არავინ ითხოვს საზოგადოებისგან, უბრალოდ გაიკეთეთ ეს დალოცვილი ნიღაბი, დაიცავით დისანცია და პირადი ჰიგიენა. ეს მცირედი რატომ გახდა ლამის რევოლუციის წინაპირობა მართლა არ მესმის..”-წერს მიხეილ დიაკონიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g