LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არცერთ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიცია არ გაპატიებს იმას რასაც საქართველოში, ქართველი სამართალდამცველი გპატიობს!“ – ზურა ხაჩიძე

203
ზურა ხაჩიძე

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან საქართველოს მოლაპარაკებების დაწყების საკითხს საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა არ ცხრება.

უკვე მეშვიდე დღეა, რუსთაველის გამზირზე თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე ეხმაურება. ის პატივისცემას გამოხატავს სამართალდამცავების მიმართ და აცხადებს, რომ არ უნახავს „მსოფლიოში იმაზე გაწონასწორებული სამართალდამცავი როგორიც საქართველოშია“.

„კარგად დააკვირდით მოვლენების განვითარებას და ვინც ვერ ხედავს დაინახოს! გუშინ რუსთაველზე ჩატარდა აქცია, სადაც გასული დღეებისგან განსხვავებით ადამიანები საკუთარ პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ, მეორე მხარეს ისევ ის პოლიცია იდგა, რომელსაც გასული დღეების განმავლობაში ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ცილს სწამებდნენ, ათას ბრალს უყენებდით და ტალახს ესროდნენ. გუშინ სათანადო პოლიციური ღონისძიებების ჩატარებამ და პრევენციამ შედეგი გამოიღო.

კიდევ ერთხელ ვამბობ საქართველოში მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას კანონი იცავს, არ მინახავს მსოფლიოში იმაზე გაწონასწორებული სამართალდამცავი როგორიც საქართველოშია.

ვცხოვრობდი საბერძნეთში (აქციების მექაში) ასევე ჰოლანდიაში და ლამის ნახევარი მსოფლიო მოვლილი მაქვს, არცერთ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიცია არ გაპატიებს იმას რასაც საქართველოში, ქართველი სამართალდამცველი გპატიობს!

მამუკა მდინარაძე – „ნაცტელევიზიებმა“ საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია, არადა, რამდენი „ფეიკი“ აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო – საკუთარი სამშობლოს მავნებელი მტრები არიან!

ამიტომ ორმაგი სტანდარტები უნდა გადავდოთ და სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში! იქნება მშვიდობიანი აქცია?! იქნება ადეკვატური მოქცევა სამართალდამცველებისგან!“, – წერს ზურა ხაჩიძე.

აჩიკო ბერიძე: „ფოტო შევცვალე და რატო გამოცვალეო, სიტყვა ვთქვი, რატო თქვიო?! ამათ ბულინგს თავი არ დაუხაროთ და მაგრად იყავით – სიმართლე ჩვენკენ არის ქართველებო!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g