LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთი ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ: ლაშა ტალახაძე განმარტებას აკეთებს

236
lashunaotxi-1515088960

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გამოეხმაურა რადიო “უცნობში” მის ინტერვიუს. ამ ინტერვიუდან ფრაგმენტი ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, სადაც ლაშა თითქოს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე საუბრობს. პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა საჭიროდ ჩათვალა განმარტების გაკეთება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ჯერ არა, მაგრამ… ლაშა ტალახაძემ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

“ერთ-ერთ გადაცემაში ჩემმა ბოლო კომენტარმა როგორც ვხვდები დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამიტომ განმვარტავ, რომ არცერთი ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ ვაპირებ. როგორც იცით არაერთხელ მქონია სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის შემოთავაზება, თუმცა როგორც ხედავთ არსად წავსულვარ და ასე იქნება მომავალშიც. არასოდეს არც კი დავინტერესებულვარ რა თანხებზე იყო საუბარი და რას მთავაზობდნენ. ჩემთვის მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები და მხოლოდ ჩემი ჰიმნის აჟღერება.
რაც შეეხება კომენტარს, მე ვთქვი, რომ შესაძლოა ოდესმე სადმე წავიდე, ოღონდ ეს სპორტულ კარიერას არ ეხება. ამ ეტაპზე მხოლოდ ის მადარდებს თუ როდის შევძლებთ სრულფასოვანი ვარჯიშის დაწყებას, რომ მომავალ ჩემპიონატებზე ჩვენი ჰიმნი კიდევ ერთხელ ავაჟღერო.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბოლო წლებში ძალოსნობა საქართველოში ბევრად განვითარდა, გვაქვს სავარჯიშოდ კარგი პირობები, სრულფასოვანი შეკრებები და ჩემი შრომა და რეკორდები სახელმწიფოს მხრიდან მიფასდება. თუ კარგად მოუსმენთ ჩემ საუბარს მიხვდებით რომ სხვას არაფერს ვამბობ .მადლობა პირიქით ყველა იმ ადამიანს ვინც სპორტის განვითარებისთვის ზრუნავს და შედეგცეზ ასახული ეს ყველაფერი და ზუსტად ამას ვსაუბრობ ჩემს ინტერვიუშიც❤️

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები