ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში კორონავირუსის სახლში მართვის შესახებ ისაუბრა.
ალბათ, რომ გადაიხედოს, სულ ცოტა 30% ისეთი ადამიანები წვანან კლინიკებში, რომლებსაც არანაირი აუცილებლობა არ აქვთ, რომ კლინიკებში მოთავსდნენ. კლინიკაში დაწოლა ლამის სოციალური ფენის რაღაც ნიშანივით გახდა, რომ მე მაქვს საშუალება კლინიკაში დაწოლისა ასეთი გაჭირვების დროს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. მე მინდა ვურჩიო ხალხს, 4-5 კაციან პალატაში წოლას, თუ ამის დიდი აუცილებლობა არ არის, არ ჯობს ერთკაციანი, კომფორტული სასტუმროები, ყველას ჰყავს თავისი ექიმი, რომლებსაც კანტროლი ქვეშ ჰყავს პაციენტი და ამას გარდა დამატებით 200 ცალი კონცენტრატორი შეიტანეს სასტუმროებში და სუნთქვის პრობლემაც არ იქმნება.
არცერთი წამალი არ უნდა მიიღოს, თუნდაც მსუბუქად დაავადებულმა პაციენტმა, ტელევიზორიდან ან გაზეთიდან მიღებული რჩევით. ერთადერთი შემიძლია გითხრათ ასეთი რამ, თუ გაქვთ კოვიდი, ხართ სახლის პირობებში, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, იყიდეთ ბუშტები, გაბერეთ რამდენჯერმე ეს ბუშტი, წოლის დროს შეეცადეთ, რომ 15 წუთი 4-ჯერ დღის განმავლობაში გულაღმა იწვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სუნთქვითი ვარჯიშები. რაც შეეხება მედიკამენტებს, გეუბნებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ პირველი 4-5 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკები. ვირუსს ეს არაფერს აკლებს, მხოლოდ მეორე ტალღაზე, ისიც მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შესაძლოა სპეციფიკური ანტიბიოტიკის მიღება.