მომღერალმა ზურა ხაჩიძემ არჩევნებზე გაკეთებული არჩევანი არ დამალა და სოციალურ ქსელში დაწერა რომ კახი კალაძეს მისცა ხმა.
„არჩევანი გაკეთებულია! კახა კალაძე წარმატება და გამარჯვება!“, – წერს ზურა ხაჩიძე.
ზურა ხაჩიძე და მის მეუღლეს, ხათუნა ჟორდანიას, წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ უთქვამთ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან და მათ მხარდასაჭერ აქციებშიც მონაწილეობდნენ.