LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევანის წელიწადი: ბრიტანეთში ლეიბორისტები მოვიდნენ, საფრანგეთში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ ერთიანდებიან, აშშ-ში ტრამპის დაბრუნებას ელოდებიან

554
Screenshot 2024-07-06 132851

ისე დაემთხვა, რომ ეს წელიწადი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებს ეძღვნება. დღეისათვის ყურადღება მიპყრობილია დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისკენ. ბრიტანეთში ხელისუფლებაში ლეიბორისტები ბრუნდებიან, ხოლო საფრანგეთში ცდილობენ, რომ ულტრამემარჯვენეებს საშუალება არ მისცენ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. ამავდროულად ძალას იკრებს საპრეზიდენტო მარათონი ოკეანის გაღმა, სადაც დონალდ ტრამპის გამარჯვებას მოსკოვიც ელოდება. კრემლს უკვე აქვს ცეცხლის შეწყვეტის გეგმა, თუმცა პუტინისეული წინადადება სრულიად მიუღებელია უკრაინისთვისაც და საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც.
ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა გადაცემაში “მსოფლიო, როგორც ასეთი”.

“წელს ბევრი მნიშვნელოვანი არჩევნებია მსოფლიოში, საქართველოშიც. ამჟამად დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები და მაღალი ალბათობით, 14-წლიანი პაუზის შემდეგ “ლეიბორისტული პარტია” გაიმარჯვებს. ბოლო პერიოდში კონსერვატორების პოპულარობა საგრძნობლად ვარდებოდა.
“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი კეირ სტარმერი არის იდეოლოგიურად მემარცხენე ცენტრისტი და მისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი იქნება აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობა, მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება ნატოში დიდი ბრიტანეთის როლიც. ცხადია ასევე ყველას აინტერესებს როგორი იქნება მისი პოზიცია უკრაინის მიმართ. გვახსოვს ბორის ჯონსონმა რა როლი ითამაშა კრიტიკულ მომენტში. რიში სუნაკიც სერიოზულად უჭერდა მხარს უკრაინას. მაღალი ალბათობით დიდი ცვლილება ამ მიმართულებით არ მოხდება, მათ შორის არც შეიარაღების მიწოდებაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნებია საფრანგეთში, რომელიც 7 ივლისს დაგვირგვინდება. ესეც ვადამდელი დანიშნული არჩევნებია ეროვნულ ასამბლეაში. პირველი ტური დიდი უპირატესობით მოიგო მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ და მისმა კანდიდატმა, 28 წლის ჯორდან ბარდელამ. თუმცა საინტერესოა, რომ შეიკვრნენ ცენტრისტული მემარჯვენე და მემარცხენე ძალები, რათა არ დაუშვან ულტრამემარჯვენეების ხელისუფლებაში მოსვლა. ამის გამო ემანუელ მაკრონი დარწმუნებულია, რომ შეძლებს ანტიულტრამემარჯვენე კოალიციის შექმნას, რაც საშუალებას მისცეს მთავრობა მან ჩამოაყალიბოს.
ვარაუდობენ და კვლევების თანახმადაც, საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიას გამარჯვება არ უწერია.

აშშ-ში მთელი სიცხადით შედის ძალაში საპრეზიდენტო კამპანია. მნიშვნელოვანი იყო დებატები. ჯო ბაიდენმაც აღიარა, რომ არ გამოუვიდა. ხალხი უკვე რეალურად ალაპარაკდა თუ რა მოხდება დონალდ ტრამპის დაბრუნების შემთხვევაში.
ყველას აინტერესებს უკრაინასთან, ნატოსთან მიმართებით რა ვითარება შეიქმნება. ყველას ახსოვს ტრამპის მუდმივი განცხადებები ნატოს და მისი წევრი ქვეყნების ხარჯების გაღებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 75%-ს მიღწეული და გადაჭარბებულიც აქვს 2%-იანი ბიუჯეტი. ასეთი 23 ქვეყანაა და ბევრი კიდევ ახლოსაა ამ მაჩვენებლის რეალიზებასთან. ამიტომ ტრამპის პრეტენზიები შესაძლოა მოიხსნას ნატოს წევრებთან დაკავშირებით. ცოტა გაურკვეველი რჩება მისი პოზიცია ურაინასთან მიმართებაში.
კრემშლი ელოდებიან, რომ ტრამპი გაიმარჯვებს და უფრო ადვილად დაიჭერენ საქმეს და შედარებით მარტივად შეძლებენ შეთანხმების მიღწევას.

უკრაინის პრეზიდენტმა „ბლუმბერგს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ თუ მსოფლიო იქნება ერთსულოვანი და მოხდა შეთანხმება სამშვიდობო გეგმაზე, მსოფლიოს შუეძლია პუტინს წლის ბოლომდე ომის დასრულება აიძულოს. თუ ერთიანი პოზიცია მომზადება, მეორე სამშვიდობო სამიტზე არ არის გამორიცხული უკვე პუტინმაც მიიღოს მონაწილეობა. თუმცა აქ აცდენებია პოზიციებში. მაგალითად, ზელენსკიმ არ მიიღო ვიკტორ ორბანის შეთავაზება დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე. პუტინი უკვე მესამედ აცხადებს, რომ მზად იქნება დაუყოვნებლივ მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას როგორც კი უკრაინა მზად იქნება აღიაროს და დათმოს ამ დრომდე დაკარგული ტერიტორიები და დადოს პირობა, რომ არ გაწევრიანდება ნატოში. რა თქმა უნდა, ასეთი რამ წარმოუდგენელია. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგი აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება აბსურდულთან ახლოსაა. ზელენსკი ხვდება, რომ სჭირდება ხელშესახები პროგრესი. შეთანხმების მიუხედავად, შეიარაღება მაინც ნელა მოდის, არადა უკრაინას მუდმივად სჭირდება ყველა ტიპის შეიარაღება და მუდმივად არის მისი ნაკლებობა.

რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბობმვას. მას გააჩნია გაცილებით დიდი მარაგები, დამატებით იღებს ჩრდილოეთ კორეიდან და როგორც ჩანს „კარგ შეთანხმებას“ მიაღწია ამ ქვეყანასთან. მეტიც, ჩრდ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ მზად არის ათეულობით ათასი მებრძოლი მიაშველოს პუტინს. რუსეთის პრეზიდენტს გათვლა აქვს, რომ შეძლებს გამოწუროს უკრაინის რესურსი ვიდრე დამატებითი შეიარაღება მიეწოდება და იძულებით წესით დასვას მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც წამგებიანი იქნება უკრაინისთვის. თუმცა ეს წამგებიანი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც”.

ფოტო: nbcnews
cnbc
voanews

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g