LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევითი მოსამართლეების და არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება გვჭირდება, დანარჩენი არის კოსმეტიკური ცვლილებები: ხვიჩია

55
ეტ

პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ სასამართლო რეფორმის საკითხებზე საპარლამენტო ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთად მსჯელობენ.

“ვრჩებით შეთანხმების ერთგული” – პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე მსჯელობენ

შეხვედრის დაწყებამდე “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ თუ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება გაზიარებული იქნება, შესაძლოა, უკეთესი შედეგი დადგეს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

მისივე თქმით, საჭიროა “არჩევითი მოსამართლეების და არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება გვჭირდება, დანარჩენი კოსმეტიკური ცვლილებებია”.

“სასამართლო რეფორმის სხვა მიმართულებას ვემხრობი, ვიდრე ამ დოკუმენტშია მითითებული. ნაკლებად მჯერა კოსმეტიკური რეფორმების, რომელიც სასამართლოში რამდენჯერმე ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტში ეს ყველაფერი კეთილი სურვილებით არის ნაკარნახევი და რწმენით, რომ სასამართლოს შეიძლება რაიმე ეშველოს ამ ქვეყანაში, ვთვლი, რომ სხვანაირად უნდა წავიდეთ – ამ პროცესში ადამიანები უნდა შემოვიყვანოთ და ამისთვის გვჭირდება არჩევითი მოსამართლეების და არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება. მჯერა, რომ ამით შეგვიძლია, რეალური გარდატეხა მოვახდინოთ, დანარჩენი, ჩემი აზრით, არის კოსმეტიკური ცვლილებები, მაგრამ დოკუმენტის სულისკვეთებას თუ გავიზიარებთ, შეიძლება, ოდნავ უკეთესი შედეგი მივიღოთ,” – განაცხადა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები