LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები 2018: მოსახლეობა დღეს რიგით მე-5 პრეზიდენტს ირჩევს

38

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 07:00 საათზე, საარჩევნო უბნები გაიხსნა. სულ გახსნილია 3 ათას 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ.  რეგისტრირებულია სამი მილიონ ნახევარზე მეტი ამომრჩეველი.

საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნება და საღამოს 08:00-ზე დაიხურება. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს პირველი დეკემბერსა.

საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით დღეს მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც სახელმწიფოს მეთაურის არჩევა პირდაპირი გზით ხდება.

კენჭისყრაში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი.გარდა ამისა პროცესს მონიტორინგს უწევს 73-ი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58-ი საერთაშორისო ორგანიზაციის დაახლოებით 1 100-ი საერთაშორისო დამკვირვებელი.

საარჩევნო პროცესს 125-ი მედია ორგანიზაციის, 2 000-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს – აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31-ი საერთაშორისო და 94-ი ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g