“არჩევნები არ დასრულებულა. ახლა ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიებში. ჯერ არ არის გამოცხადებული ოფიციალური მონაცემები” – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ოქმების ნაწილი სამართლებრივად გამართულია და ვრცელდება, როგორც ყალბი.
ცესკო: შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია
“არჩევნები და შედეგები არის ზუსტად ის, რაც საარჩევნო უბნებზე ხდებოდა და რასაც აკეთებდა 42 ათასი კომისიის წევრი და რასაც უყურებდა და აკვირდებოდა 80 ათასზე მეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება შეცდომებს, ეს რა თქმა უნდა, ახალი არ არის და ეს პირველად არ ხდება არჩევნებზე, თუმცა ის, რაც დღეს ხდება და რაც კამპანიური ხასიათის არის, მათ შორის, სოციალური ქსელით და მედიით დატრიალებული ოქმები, რომლებიც თითქოს გაყალბებული იყო – არასწორი კამპანიური ხასიათი აქვს. სოციალურ ქსელში ტრიალებს ოქმები და მასთან ერთად არ არის შესწორებული ოქმები, რომელიც ამის სამართლებრივი ნაწილია,” – განცხადა თამარ ჟვანიამ.
სრული ბოიკოტი არჩევნებს – “ევროპული საქართველო” საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებს
ფული არჩევნებს ვერ იგებს, არალეგიტიმურობაზე ლაპარაკი ღიმილისმომგვრელია: კობახიძე
“სხვა გზა არ გვრჩება, გარდა აქციებისა” – რამ უნდა აიძულოს მმართველ ძალას წავიდეს დათმობაზე