“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, არჩევნებთან დაკავშირებით, კიდევ ერთ სარკასტულ ვიდეოს აქვეყნებს.
უხმო ვიდეოს შინაარსზე ჯაფარიძე მინიშნებას გვაძლევს, რომ ეს არის პასუხი ერისთვის, რომელიც ფიქრობს, თუ რა უნდა გააკეთოს არჩევნების დღეს.
“ერი: ხვალ რა ვქნათ?
მე:”
ეს უკვე მეორე ვიდეორგოლია, რომელიც არჩევნების მეორე ტურს ეხება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ (თავად ზურაბ ჯაფარიძეც მონაწილეობდა) გირჩის “ფეისბუქ” გვერდზე დაიდო ვიდეო, რომელიც “რძისა და ყველის” ხუმრობა/ფრაზას ვიზუალურად ასახავს.
შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც 25 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. “გირჩმა” არჩევნებში მონაწილეობა პირველად მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა. ზურაბ ჯაფარიძეს 36 023 (2.26 %) ამომრჩეველმა მისცა ხმა.
მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დარჩნენ და მათ შორის არჩევანს საზოგადოება ხვალ, 28 ნოემბერს გააკეთებს.