არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France Info-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„არა, რადგან იმავე რაოდენობის ხმა, რაც აუცილებელი იყო პირველი მოსმენით კანონის მისაღებად, არის საჭირო ვეტოს დასაძლევად, და ეს მათ ექნებათ; არც ერთი ხმა არ აკლდათ, რაც აჩვენებს იმას, თუ როგორ მართავს [ამ პროცესს] მმართველი პარტია.
ეს ვეტო ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, რომელიც ამ ვეტოს საშუალებით ხედავს, რომ პრეზიდენტი მათთან ერთადაა და მათთან ერთად იბრძოლებს მაშინაც კი, თუ ეს კანონი გავა. ჩვენ არ დავნებდებით და მომავალი არჩევნები აჩვენებს, რომ საქართველო, თავის ევროპულ გზაზე, ევროპულ ბანაკში რჩება, მიუხედავად მოსკოვის ყველა ამ მცდელობისა, რომელიც დღეს იარაღად იყენებს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას.
არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა France Info-სთან ინტერვიუში.