LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არჩევნებიდან 26-ე დღეა და ამ დრომდე არ გვინახავს არცერთი ხელშესახები გარემოება, რომელიც იტყოდა, რომ სისტემურ დარღვევას ჰქონდა ადგილი“ – გიორგი კალანდარიშვილი გამოკითხვაზე მივიდა

129
გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პროკურატურაში არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების კითხვებს პასუხობს. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენერალურ პროკურატურაში ცოტა ხნის წინ მივიდა.

როგორც კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, მზად არის გამოძიებას მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა სახის მტკიცებულება, რათა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

მისივე თქმით, არჩევნებიდან 26-ე დღესაც კი არ არსებობს ხელშესახები მტკიცებულება საარჩევნო მანიპულაციასთან დაკავშირებით.

„მივაწვდი ჩემს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას პროკურატურას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების ფარგლებში. მიმდინარეობს გამოძიება და აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, იკითხებიან სხვადასხვა თანამშრომლები. ვფიქრობ, ეს გამოძიება გაგრძელდება და სხვა პირებიც იქნებიან გამოკითხულნი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების ეფექტიანად გაგრძელებისთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის, ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც გაისმა არჩევნების გაყალბებასა და მანიპულაციასთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ვერიფიცირებული და ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ ბრალდების შესახებს, რომელიც განსაკუთრებით, პოსტსაარჩევნო პერიოდში ვრცელდება.

დღეს არჩევნებიდან 26-ე დღეა და ამ დრომდე არ გვინახავ არცერთი ხელშესახები გარემოება, რომელიც იტყოდა, რომ სისტემურ, ან რაიმე არსებით დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომელსაც შეეძლო რაიმე გავლენა მოეხდინა შედეგებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g