LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არჩევნების დღეს ჩვენი დამკვირვებლების მანქანა 40-მდე “კუნთმაგარმა” პირმა დააზიანა“ – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

142
BeFunky-collage - 2024-12-24T224136.811

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 28 ნოემბრითაა დათარიღებული.

ანგარიშში PACE აღნიშნავს, რომ არჩევნების დღეს მათი დამკვირვებლების მანქანა 40-მდე „კუნთმაგარმა” პირმა დააზიანა – ავტომობილს საბურავები გაუხვრიტა და მანქანა დააჯახა.

„სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდის დაკვირვების დროს მიუღებელი ინციდენტი მოხდა.

საარჩევნო უბნის გარეთ, გუნდის მანქანა განზრახ დააზიანა დაახლოებით 40 კუნთმაგარი და არამეგობრული პირისგან შემდგარმა ჯგუფმა. საბურავი გახვრიტეს და დაზიანებულ მანქანაზე ძველი მანქანის შეჯახებით სცადეს, ინციდენტი შემთხვევითობად წარმოეჩინათ“, – ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g