LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არჩევნების პირობების დაწესება, საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება, ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა, პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია…“ – სალომე ზურაბიშვილი ახალი არჩევნების გეგმაზე

132
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალი არჩევნების გეგმას აქვეყნებს.

სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა წარწერით: გზა ახალი არჩევნებისკენ, „გეგმა ახალი არჩევნები“:

„1. არჩევნების პირობების დაწესება;

2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება;

3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა;

4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის;

5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა – „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, „რუსული კანონების” გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა“, – ვკითხულობთ სალომე ზურაბიშვილის მიერ, სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.

გზა ახალი არჩევნებისკენ

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g