LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის – პრემიერი

baxtadze_1ebd7

საერთო ჯამში, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა არჩევნების გამჭვირვალედ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ტრადიცია და ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს. მიუხედავად, იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებსა და პროვოკაციებს, ამ ექსცესებმა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის. ისევე, როგორც სხვა, წინა არჩევნების დროს, ჩვენ მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები და ბუნებრივია, ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. საერთო ჯამში, ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებასა და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის,“ – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g